ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.