თეგებით ძიება

"არ არსებობს 2 რუსეთი - რუსეთი ვერასდროს გახდება საიმედო, ვიდრე მას პუტინწამგლეჯი და მისნაირები მართავენ ქვეყანას" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი აგვისტოს ომის14 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ რუსეთი ვერ იქნება საიმედო, მანამ, სანამ მას პუტინი და მისნაირები მართავენ.

"არ არსებობს 2 რუსეთი - არსებობს ერთი რუსეთი, რომელიც დამპყრობელია, რომელიც 2008 წელს კიდევ ერთხელ შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ტერიტორიები წაგვართვა, ხელყო ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ხალხი დაგვიხოცა და უამრავი ადამიანი დევნილად გვიქცია.
რუსეთი არასდროს ყოფილა საიმედო მოკავშირე. 220 წლის მანძილზე 220-ჯერ მოგვატყუა.
ეკონომიკურ ურთიერთობებსაც კი პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად იყენებს.

ამიტომ, არ შეიძლება მასზე რამენაირად მიბმა არც ეკონომიკით, მით უფრო, ენერგეტიკით, ექსპორტ-იმპორტით და არც პოლიტიკურად.
რუსეთი ვერასდროს გახდება საიმედო, ვიდრე მას პუტინწამგლეჯი და მისნაირები მართავენ ქვეყანას, ვიდრე მისი ტერიტორიული გაუმაძღრობა არსებობს, ვიდრე ნამდვილი დემოკრატიული და არაკორუფციული სახელმწიფო არ გახდება.
რუსეთი არის დამპყრობელი. არ არსებობს 2 რუსეთი", - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა