თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

ჩინეთი წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს - რას ამბობს ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი?

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ აცხადებს, რომ ჩინეთი ხშირად არღვევს არაოფიციალურ მედიანურ ხაზს ტაივანის სრუტეში.

"ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს. პეკინი ატარებს ფართომასშტაბიან სწავლებას, უშვებს რაკეტებს და აწარმოებს კიბერშეტევებს. ასევე, ატარებს დეზინფორმაციულ კამპანიას, ეს მიმართულია ტაივანელების მორალურად გატეხვისკენ“, - განაცხადა ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს აშშ-სთან გართულებული ურთიერთობის ფონზე მართავს, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი შედგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა