თეგებით ძიება
19. 05. 2024 მსოფლიო

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „უხეშად დაეშვა“

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის „უხეშად დაშვების“ შესახებ.

ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის ირანის პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.

როგორც მთავრობამ მედიას განუცხადა, უამინდობის გამო ირანის წითელი ჯვრის საზოგადოებას გაუჭირდა შემთხვევის ადგილზე მისვლა. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომელბშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანიდან თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა