თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

აშშ ჩინეთს ტაივანის იზოლირების საშუალებას არ მისცემს - ნენსი პელოსი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები არ დაუშვებს ჩინეთს მიერ ტაივანის იზოლირებას.

"ჩინეთის მთავრობას ვერ მივცემთ ტაივანის იზოლირების საშუალებას. ისინი ვერ გადაწყვეტენ, ვინ ესტუმროს ტაივანს“, - აღნიშნა პელოსმა.

ცნობისთვის, ნენსი პელოსი ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს.

ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან და პელოსის ვიზიტით სტატუს-კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. აშშ ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა „ერთი ჩინეთის“ მიმართ მისი პოზიცია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა