თეგებით ძიება
02. 05. 2024 მსოფლიო

თურქეთმა ისრაელთან ექსპორტი და იმპორტი შეაჩერა

თურქეთმა შეაჩერა ექსპორტი და იმპორტი ისრაელთან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, თურქეთმა ჯერ ოფიციალურად არ გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2023 წელს 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 76% თურქეთის ექსპორტი იყო.

გასულ თვეში თურქეთმა შეზღუდა ექსპორტი ისრაელში ღაზაში მიმდინარე ომის გამო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა