კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს
კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს. Euractiv-ის ცნობით, ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა.
„კოსოვოს სურს, გახდეს დასავლეთ ბალკანეთის მეორე ქვეყანა [მონტენეგროს შემდეგ], რომელიც მისცემს მოქალაქეებს უფლებას, დაარეგისტრირონ ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირები. ვმუშაობთ, რათა უახლოეს მომავალში ეს რეალობად იქცეს“, - განაცხადა კურტიმ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მცდელობა კოსოვოს პარლამენტში 2022 წელს ჩავარდა. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კოსოვო იქნება პირველი ქვეყანა, მუსლიმური უმრავლესობით, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს. 2011 წლის აღწერის თანახმად, მოსახლეობის 95,6% თავს მუსლიმს უწოდებს. შარშანდელი გამოკითხვის თანახმად, ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას მოსახლეობის მხოლოდ 20% უჭერს მხარს.
ინიციატივის დასამტკიცებლად ალბინ კურტის პარტიას 11 ოპოზიციონერი პარლამენტარის ხმები დასჭირდება.