თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის ავიაბაზაზე საბრძოლო მასალა აფეთქდა და ეს თავდასხმა არ იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

"აფეთქებისას სამხედრო ტექნიკა არ დაზიანებულა და არავინ დაღუპულა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, ყირიმში მინიმუმ სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო რუსული ავიაბაზის მხრიდან კვამლი ჩანს. აეროდრომის ქალაქ ევპატორიიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა