თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

ყირიმში აფეთქებების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია

ყირიმში, ნოვოფედოროვკაში აფეთქებების შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ცნობები, რომ ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში ძლიერი აფეთქებებია. ამის შემდეგ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. თქვა, რომ ყირიმში აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა, თუმცა მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საავიაციო ტექნიკა დაზიანებულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა