თეგებით ძიება
09. 08. 2022 მსოფლიო

აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ყირიმი უკრაინაა! - ირინა ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი ყირიმში, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები.

და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი. ის უკრაინაა!"- წერს ვერეშუკი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა