თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

"დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ყირიმის თემატიკას და ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს. არ დავივიწყებთ, რომ სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს.

ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში. რუსეთმა ყირიმი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად გადააქცია. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები, ომი.

ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილებია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, ყირიმში მინიმუმ სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო რუსული ავიაბაზის მხრიდან კვამლი ჩანს. აეროდრომის ქალაქ ევპატორიიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა