თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

ფლორიდის სანაპიროზე 35 წლის კაცი მზის ამოსვლის გადაღებისას დაიღუპა

ფლორიდაში სანაპიროზე ქვიშის ბორცვი ჩამოინგრა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 35 წლის შონ ნაგელის ცხედარი გამვლელმა ქვიშაში დამარხული აღმოაჩინეს. მარტინის ოლქის პოლიციის უფროსის ოფისმა მედიას განუცხადა, რომ კაცი კვირა დილით სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც დაინახა, რომ მსხვერპლს ფეხები ქვიშიდან უჩანდა.

შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ნაგელის ცხედარი ჩამონგრეული ბორცვიდან გამოიყვანეს და შერიფის ოფისში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა