თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

ყირიმი სამხედრო გზით გათავისუფლდება - რას ამბობს უკრაინელი გენერალი?

უკრაინელმა გენერალ-მაიორი, დიმიტრი მარჩენკო აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო გზით გათავისუფლდება.



"ყირიმი უკრაინაა, ეს ჩვენი მიწაა, იქ არის ჩვენი ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ იძულებულნი არიან, რომ დრო ოკუპაციაში გაატარონ. რუსეთს არ აქვს უფლება, მოვიდეს, აიღოს მიწის ნაკვეთი და თქვას: ეს ჩემია. ჩვენ ყირიმს დავიბრუნებთ, ისევე როგორც ხერსონს, ლუგანსკსა და დონეცკს“, - განაცხადა მარჩენკომ.



შეგახსენებთ, ყირიმის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. მოგვიანებით რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ყირიმის ავიაბაზაზე „საბრძოლო მასალა აფეთქდა“ და ეს თავდასხმა არ იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა