თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

"ჯო ბაიდენმა ყველაფერი იცოდა“ - დონალდ ტრამპი მისი რეზიდენციის ჩხრეკაზე

აშშ-ს ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სახლის ჩხრეკის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყველაფერი იცოდა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, ისევე როგორც მან ყველაფერი იცოდა ჰანტერის {ჯო ბაიდენის შვილი} გარიგებების შესახებ.

საშინელება მოხდა გუშინ მარალაგოში. ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებზე უკეთესი არ ვართ, ბანანის რესპუბლიკაა. ეს არის კოორდინირებული თავდასხმა რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისა და ადგილობრივი საოლქო და გენერალური პროკურორების მონაწილეობით“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ შეატყობინა კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა