თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

ბრაზილიაში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შიშით, მაიმუნები დახოცეს

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების შიშით, 10 მაიმუნი მოწამლეს, რის შედეგადაც ისინი დაიხოცნენ - ამის შესახებ ინფორმაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანმოს პრესმდივანმა, მარგარეტ ჰარისმა მწუხარება გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სან-პაულუს გარდა, მსგავსი ფაქტები ბრაზილიის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა.

​მისი თქმით, "ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესხმოდეს თავს ცხოველებს" , გარდა ამისა ჯარისმა განმარტა, რომ მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და ამაში ცხოველების დადანაშაულება არასწორია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა