თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 88 მიგრანტი დააკავეს, მათი უმეტესობა ბავშვია

მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 88 მიგრანტი დააკავეს - ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

Foxnews-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 81 ბავშვია.

ტუსონის სექტორის სასაზღვრო პატრულის მიერ დაკავებული 81 ბავშვიდან 71 მშობლის ან მეურვის გარეშე იყო. მიგრანტთა უმეტესობა გვატემალიდანაა.

გასული წლის განმავლობაში, სასაზღვრო კრიზისი გამძაფრდა. როგორც Fox News-ი წერს, მიგრანტთა ჯგუფები საზღვარს რეკორდული რაოდენობით ადგებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა