თეგებით ძიება
10. 08. 2022 მსოფლიო

იაპონიის პრემიერმა ქვეყანაში 7 მინისტრი შეცვალა

იაპონიის პრემიერ მინისტრ ფუმიო კიშიდას გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შვიდი მინისტრი შეიცვალა.

გავცრელებული ინფორმაციით, მინისტრების გადაყენება პირდაპირაა დაკავშირებული პრემიერ შინძო აბეს მკვლელობასთან. საქმე იმაშია, რომ იაპონიის მოსახლეობა აბეს მკვლელობას რელიგიურ მოძრაობა „გაერთიანების ეკლესიასთან“ აკავშირებს, თანამდებობიდან განთავისუფლებულ მინისტრებს კი აქტიური კავშირები ჰქონდათ აღნიშნულ ორგანიზაციასთან.

თანამდებობები შეინარჩუნეს: საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა.

აღსანიშნავია, რომ შინძო აბეს მკვლელობის შემდეგ, ფუმიო კიშიდას რეიტინგი 46%-მდე დაეცა, რაც მისი მმართველობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა