თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

"რუსებს ევროპაში მოგზაურობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ" - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს ლინკევიჩსი "ტვიტერზე“ წერს, რომ რუსებს ევროპაში მოგზაურობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

"რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთიური უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას.

ერთი ნაბიჯი რუსეთის შესაჩერებლად არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შედეგები",- წერს ლინკევიჩსი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა