თეგებით ძიება

შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა, ქედს ვიხრი მათ წინაშე - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა.

„შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა. მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების. ქედს ვიხრი მათ წინაშე. დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს“, – ამბობს პაპუაშვილი.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­დამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა გა­უ­მარ­თა რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის მო­ტომსრო­ლელ­თა ასე­ულს. შინ­დი­სე­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, შე­ტა­კე­ბამ­დე 2 სა­ა­თით ადრე რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი სო­ფელ­ში ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბით გა­მო­ჩე­ნი­ლან და შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან ჩა­საფ­რე­ბუ­ლან. სა­ვა­რა­უ­დოდ, იცოდ­ნენ, რომ იმ გზა­ზე ქარ­თვე­ლებს უნდა გა­ევ­ლოთ - სე­ნა­კის ბა­ტა­ლი­ო­ნის მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე აუ­ფეთ­ქე­ბი­ათ პირ­ვე­ლი და ბოლო მან­ქა­ნე­ბი და ამით გა­სას­ვლე­ლე­ბი ჩა­უ­კე­ტავთ. 20-მა მებ­რძოლ­მა ასე­ულს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

17 ჯა­რის­კა­ცი მტერს ცო­ცხლად არ ჩა­ბარ­და და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. 3 დაჭ­რი­ლი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს - მათ შო­რის ერთ-ერთი იყო კაპ­რა­ლი ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე, რო­მე­ლიც სო­ფელ შინ­დის­ში, მე­გობ­რებ­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. თუმ­ცა, ომის სიმ­ძი­მეს დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლო ახალ­გაზ­რდა კა­ცის გულ­მა - 36 წლის კაპ­რა­ლი ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე აგ­ვის­ტოს ომის 10 წლის­თა­ვის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, 2018 წლის 14 ივ­ლისს გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა