თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

"ეს პუტინის ომია“ - ოლაფ შოლცი რუსების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის იდეა არ ეთანხმება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს არ უჭერს რუსების ევროკავშირში შესვლის ზოგადი აკრძალვის იდეას - ამის შესახებ European Pravda იუწყება.

"ეს არის პუტინის ომი და ამიტომ მიჭირს ამ იდეას დავეთანხმო“, - ციტირებს გერმანიის კანცლერს გამოცემა Der Tagesspiegel-ი.

შოლცის თქმით, ევროკავშირმა უკვე დაუწესა გადაწყვეტილების მიმღებ ოფიციალურ პირებს სანქციები.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამას“, - თქვა ოლაფ შოლცმა.

კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქის მიმართ სადამსჯელო ზომების შემოღებას მართებულად არ მიიჩნევს.

მისი თქმით, ასეთი აკრძალვა შეასუსტებს სანქციების ეფექტურობას „თუ ისინი მიმართული იქნება ყველას მიმართ, მათ შორის უდანაშაულოების წინააღმდეგაც“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა