თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

მშობლები შვილს უჩივიან, რომ მათ შვილიშვილი არ გაუჩინა - უცნაური შემთხვევა ინდოეთში

მშობლები თავიანთ ერთადერთ ვაჟსა და მის ცოლს სასამართლოში იმის გამო უჩივიან, რომ შვილიშვილი არ გაუჩინა. შემთხვევა ინდოეთში ხდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩრდილოეთ ინდოეთში მცხოვრები სანჯეევი და სადჰანა ამბობენ, რომ 2016 წელს ვაჟის ქორწილი იმ იმედით გადაიხადეს, რომ პენსიაზე გასვლისას შვილიშვილი ეყოლებოდათ. მათი თქმით, შვილის ქორწილში 80 ათასი დოლარი გადაიხადეს და თაფლობის თვისთვის მას 5-ვარსკვლავიანი სასტუმროც უქირავეს.

წყვილი ვაჟისგან 650 ათასი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა