თეგებით ძიება
11. 08. 2022 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 13 ათასამდე ბელარუსი ჯარისკაცი დათანხმდა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ალექსეი გრომოვის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 13 ათასამდე ბელარუსი ჯარისკაცი დათანხმდა.

„ცნობების მიხედვით, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ჩაბმას. წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის ქვედანაყოფების აქტიური და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებიდან 13 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ. მათი მთავარი მოტივი არის მატერიალური და ფინანსური. ამას იდეოლოგიური საკითხი არ განაპირობებს“, - განაცხადა გრომოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა