თეგებით ძიება
14. 08. 2022 მსოფლიო

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედროების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს

მსოფ­ლი­ოს ქვეყნები, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და მო­უ­წო­დე­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და ყვე­ლა სხვა არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი ზა­პო­რი­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი­დან. გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე გავ­რცელ­და.

ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ავ­სტრა­ლი­ის, ავ­სტრი­ის, ბელ­გი­ის, ბულ­გა­რე­თის, კა­ნა­დის, ხორ­ვა­ტი­ის, კვიპ­რო­სის, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის, და­ნი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ფი­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს, გერ­მა­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, უნ­გრე­თის, ის­ლან­დი­ის, ირ­ლან­დი­ის, იტა­ლი­ის, ია­პო­ნი­ის, ლატ­ვი­ის, ლიხ­ტენშტე­ი­ნის, ლი­ე­ტუ­ვას, ლუქ­სემ­ბურ­გის, მალ­ტას, მონ­ტე­ნეგ­როს, ნი­დერ­ლან­დე­ბის, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის, ნორ­ვე­გი­ის, პო­ლო­ნე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის, კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის, მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კის, რუ­მი­ნე­თის, სლო­ვა­კე­თის, სლო­ვე­ნი­ის, ეს­პა­ნე­თის, შვე­დე­თის, თურ­ქე­თის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის მიერ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს.

განცხადებას ხელს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანასთან ერთად აწერს აშშ, ბრიტანეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა და საქართველოც.

ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას.

„რუსი სამხედროების და შეიარაღების განთავსება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიუღებელია და წარმოადგენს უსაფრთხოების პრინციპებისა და რისკების პრევენციის იგნორირებას, რომელთა პატივისცემის ვალდებულება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა ქვეყანამ აიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი შეჭრა უკრაინაში და ატომურ სადგურზე რუსი სამხედროების ყოფნა ბირთვული ინციდენტების საფრთხეს ზრდის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა