2023 წლის 7 ოქტომბერი ებრაელთა ისტორიაში ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე ბნელი დღეა - კირ სტარმერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ებრაელი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.
სტარმერმა 7 ოქტომბრის თავდასხმას „ებრაელთა ისტორიაში ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე ბნელი დღე“ უწოდა.
"ამ საშინელი თავდასხმებიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ ცალსახად უნდა დავდგეთ ებრაული საზოგადოების გვერდით და გავერთიანდეთ, როგორც ქვეყანა. ჩვენ არ შევწყვეტთ მშვიდობისკენ სწრაფვას. ტკივილისა და მწუხარების ამ დღეს ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ვინც დავკარგეთ, ვაგრძელებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მძევლები სახლებში დავაბრუნოთ, დავეხმაროთ მათ, ვინც იტანჯება და უზრუნველვყოთ ახლო აღმოსავლეთის უკეთესი მომავალი“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მხარეებს ღაზასა და ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნისკენ კვლავ მოუწოდა.