თეგებით ძიება

„მეგობრებო, ეს ყველაფერი წალენჯიხაში ხდება!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ლელა ჯეჯელავა?

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმეების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გადავეჩვიეთ კარგი ამბების შემჩნევას. გულის ყური მაინც ავისთვის გვაქვს მიგდებული, კარგს აღარ ველით, ალბათ. არა და ამ აგრესიით პირთამდე გადავსებულ, გახლეჩილ და "ისტებად" დანაწევრებულ ქვეყანაში არსებობს ერთი პატარა ადგილი, სადაც ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ახლა რაიონს კოალიცია მართავს.

ძალაუფლების მიტაცების ნაცვლად ძალუფლება ხალხს გადასცეს. სათემო საბჭოების არჩევნები ჩაატარეს, თავად გადაწყვიტეთ რა გჭირდებათ ყველაზე მეტად და პრიორიტეტებიც თქვენ განსაზღვრეთო. მოსახლეობისათვის მიცემულ ყველა დაპირებას ნაბიჯ- ნაბიჯ ასრულებენ. სტადიონი, საჭადრაკო სკოლა, ტერენტი გრანელის მუზეუმი, IT ტექნოლოგიების სკოლა ახალგაზრდობისათვის, მალე საკუთარი თეატრალური სარდაფიც ექნებათ. ახლაც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე მუშაობენ. ექსპერტულ დონეზე ექნებათ შესწავლილი სოფლის მეურნეობის რომელი დარგების განვითარება იქნება მომგებიანი. არა და შეეძლოთ გულზე ხელები დაეკრიფათ და დაპირისპირება უფრო გაეღრმავებინათ. იტყოდნენ, ხელისუფლება გვიშლის ხელს დანაპირების განხორციელებაშიო. ძნელი დასაჯარებელი იქნებოდა თუ რა, ან ცოტაჯერ დაუდეს ფეხი და ტალხი დაინანეს ოპოზიციური მერისთვის და მოადგილეებისთვის თუ ტყუილი და ცილისწამება. არ გაჭრა, ასეა როცა ნება ცთუნებაზე ძლიერია.

მეგობრებო, ეს ყველაფერი წალენჯიხაში ხდება და ახლა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი როდის გამოდის წალენჯიხიდან თბილისისკენ ავტობუსი, რომელსაც ამჯერად რევოლუცია კი არა ევოლუცია მოჰყავს“, - წერს ლელა ჯეჯელავა.

გადავეჩვიეთ კარგი ამბების შემჩნევას.გულის ყური მაინც ავისთვის გვაქვს მიგდებული, კარგს აღარ ველით , ალბათ. არა და ამ...Posted by Lela Jejelava on Monday, 15 August 2022




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა