სომხეთი მზად არის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება დაიწყოს - სომხეთის განათლების მინისტრი
"ჩვენ წელს ზოგიერთ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლების პროცესის დასაწყებად მზად ვართ“, – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის განათლების მინისტრმა ვაგრამ დუმანიანმა.
მისივე თქმით, მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლა ნებაყოფლობით შეეძლებათ და სავალდებულო არ იქნება.
"საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონების სკოლებზე“, – განაცხადა სომხეთის განათლების მინისტრმა.
მისივე თქმით, დეტალებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდიან.