თეგებით ძიება
10. 01. 2025 მსოფლიო

ნიუ-იორკის სასამართლომ დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპს უპირობო გათავისუფლება შეუფარდა

ნიუ-იორკის სასამართლომ დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპს უპირობო გათავისუფლება შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

უპირობო გათავისუფლება (unconditional discharge) ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩება, თუმცა თავად საქმე შეწყდება სასჯელის განსაზღვრის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს არ ემუქრება ციხე ან ჯარიმა.

გასული წლის მაისში დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.

საუბრია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდაზე.

2023 წლის 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.

დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დენიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა