თეგებით ძიება

ბიჭი მეჯდა გვერდით, რომელსაც შვილი ჰყავდა გარდაცვლილი, გასასვენებლად შეგროვილი ფული წააგო - რას იხსენებს ლუდომანი ქალი?

16-წლიანი სტაჟის მქონე ლუდომანი ქალი თამაშზე დამოკიდებულებაზე საუბრობს და მძიმე ისტორიასაც იხსენებს, რომლის შემსწრე თვითონ იყო.

როგორც ქალი "რუთავი 2"-თან ყვება, მოთამაშე არის ყველაზე ღრმა ავადმყოფი.

დღეს "კურიერმა" 16-წლიანი სტაჟის, თამაშზე დამოკიდებული ერთ-ერთი ადამიანი ჩაწერა :

"უმეტესობა ქალები ვართ. ქალები, გოგონები, სამსახურიდან გამოსულები, პროფესორი ხალხი... ბიჭი მეჯდა გვერდით, ახალგაზრდა, რომელსაც შვილი ჰყავდა გარდაცვლილი. გასასვენებლად გამზადებული და შეგროვილი ფული ჩვენ თვალწინ წააგო. ამაზე მეტი რა გითხრათ," - ამბობს ლუდომანი ქალი "რუსთავი2"თან საუბარში.

თამაშზე დამოკიდებული ქალი ჰყვება, რა ზიანი მიაყენა საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს.

"აგებ ცხოვრებას, აგებ ადამიანობას, უფასურდები პიროვნულად. მოთამაშე არის ყველაზე ღრმა ავადმყოფი, არც ნარკომანია, არც პროსტიტუცია, არც არანაირი სასმელდამოკიდებულება ვერ არის ასეთი ძლიერი ავადმყოფობა. ამიტომ, რომ არ მოიწამლოს ჩვენი ახალი თაობა, ერთადერთი ეს უნდა გააკეთონ. ამაზე დიდ სიკეთეს, ამაზე სწორ ნაბიჯს ვერავინ გადადგამს,“ - აცხადებს ქალი.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აზარტული თამაშების შესახებ კანონი გამკაცრდა.ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, თამაშის უფლება 25 წლამდე ყველა მოქალაქეს შეეზღუდა. უფრო მეტიც, რეგულაციის თანახმად, მოთამაშის "გაშავება" უკვე ოჯახის წევრსაც შეუძლია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა