თეგებით ძიება

წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, 20 აგვისტოს, „ჯივიპი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, მთაწმინდის რაიონში, კონკრეტულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.

„ხვალ, 20 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 აგვისტოს დღის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: მელიქიშვილის გამზირის ნაწილს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, სატივეს, ხორავას, ლაპიაშვილის ქუჩებს; კოსტავას, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, შანიძის, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა