თეგებით ძიება
19. 08. 2022 მსოფლიო

პუტინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებაზე დაითანხმეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების [IAEA] გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

გავრცელებული ინფოტმაციით, პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ესაუბრა.

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა IAEA-ს ექსპერტების მისიის გაგზავნას ადგილზე რაც შეიძლება მალე, უკრაინისა და გაერო-ს შეთანხმებული პირობებით. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აცნობა რესპუბლიკის პრეზიდენტს მისი თანხმობის შესახებ ამ მისიის განთავსებაზე და მითითებულ მეთოდებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთი 4 მარტიდან აკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს. ოკუპანტებმა არაერთხელ დაბომბეს სადგურის ტერიტორია, რამაც არაერთი ობიექტი დააზიანა და ბირთვული კატასტროფის საფრთხე შექმნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა