თეგებით ძიება

„გოგაშვილი არის ნელი მოქმედების ნაღმი, ის აფეთქებს ვითარებას და შესაძლოა, თვითონაც მალე აფეთქდეს“ - რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად საშიში ფიგურა გახდა, რადგან ის მათ ქმედებებს ამხელს.

„გოგაშვილი არის ნელი მოქმედების ნაღმი, ის აფეთქებს და აფეთქებს ვითარებას და შესაძლოა, თვითონაც მალე აფეთქდეს. თვითონაც ამბობს, სანამ ეს ხელისუფლება იქნება, მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ იქნება. ფაქტია, გოგაშვილი სხვებისგან განსხვავებით მოქმედებს დოკუმენტებით. რასაც ამბობს იმას - მოჰყვება დოკუმენტები ან ჩანაწერები.

მმართველი გუნდისთვის და ივანიშვილისთვის ის პოლიტიკურად საშიში ფიგურა გახდა. საბოლოო ჯამში, ის გაამჟღავნებს როგორ მიდიოდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ და როგორ ღალატობდნენ საკუთარ ქვეყანას. „ოცნების“ კლასი ნულამდე ჩამოვიდა, თუ ივანიშვილს ერთ პერიოდში, გვერდზე პოლიტიკური ფიგურები ჰყავდა, ახალა ეს ხალხი გაქრა, დღეს ახლა აქ ვინც არის, არცერთი არ ყოფილა იქ, როდესაც მათ დაიწყეს მოსვლა ოპოზიციაში. პერსპექტივა „ქართულ ოცნებას“ თუნდაც მისი საკადრო სტრუქტურის გამო არ აქვს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა