ლოს-ანჯელესში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ლოს-ანჯელესში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება.
ამასთან, როგორც მედიასაშუალება წერს, ლოს-ანჯელესის ოლქში 93 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხანძრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში კი ღამით კომენდანტის საათი დაწესდა.
ინფორმაციისთვის, ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ლოს-ანჯელესში ხანძრის, სულ მცირე, 5 კერაა.
ხანძრის შედეგად 10 000 -ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, ხოლო 60 000-ს საფრთხე ემუქრება. წინასწარი შეფასებით, მთლიანმა ზარალმა, შესაძლოა, 150 მილიარდი დოლარი შეადგინოს.
ხანძრის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.