თეგებით ძიება

კახა კალაძემ რომ არ დაიცვას ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, ფიქრობს, რომ დაიჭერს - ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა. ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.

ხატია დეკანოიძის თქმით, კახა კალაძეს ალბათ ჰქონია, რომ თუკი ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის არ დაიცავს, ივანიშვილი მას დაიჭერს.

„კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილი რომ არ დაიცვას, ალბათ, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭერს. ჩემი მოსაზრება ასეთია. რაც შეეხება პიროვნულად - მე კალაძის კომპეტენციაზე მაღალი წარმოდგენის არასდროს ვყოფილვარ. იგი არის ჩვეულებრივად „ქართული ოცნების“ ის დანამატი ნაწილი, რომელიც არის ანტიდასავლური. არ იტყვის ანტიდასავლურ განწყობებს, არ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი მხილებულია არა ერთ კორუფციულ სქემაში, რომელიც არის მის წინააღმდეგ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავს. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც რეალურად მას ჰქონია, რომ კიდევ შესაძლებელია რაღაცა გადარჩენის არხი მოიძებნოს, რაც არის გამორიცხული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალუმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის, რასაც შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ბიძინა ივანიშვილ უკეთებს რეკეტია. მისივე თქმით, Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.

„რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც, ძალიან მძიმე“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა