თეგებით ძიება

"შენნაირებისთვის საქართველოში ადგილი არაა" - რა უთხრეს რუს ტურისტს, რომელსაც ბათუმში ბინის ქირაობა უნდოდა?

"შენნაირებისთვის საქართველოში ადგილი არაა" - ასე განუცხადა საქართველოს მოქალაქემ რუს ტურისტს, რომელსაც ბათუმში ბინის ქირაობა უნდოდა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება შესაბამისი ე.წ. სქრინთან ერთად.

"გუშინ ბუქინზე წერილი მომივიდა, რომ ბინის მფლობელს სურს ბათუმში ჯავშანი გააუქმოს. მეპატრონეს "ვოცაფში" მივწერე, რომ რუსეთიდან გადახდა შეუძლებელი იყო და ადგილზე მოვახდენდი ანგარისშწორებას. პასუხად კი მომწერა კითხვა: როგორი დამოკიდებულება მაქვს რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში. მე ვუპასუხე, თქვენ ბინას აქირავებთ თუ ინფორმაციის შეგროვებით ხართ დაკავებული? პასუხად კი მივიღე "сука" შენნაირების ადგილი საქართველოში არაა. და სხვა ბევრი უცენზურო სიტყვა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბათუმიდან "დააპაშოლეს" და მოსთქვამს. "სპეცოპერაციას" ვუჭერდი მხარს და "დამაპაშოლესო", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ ჩხეიძე, რომელიც ინფორმაციას არცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა