შარლ მიშელი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ პაშინიანს შეხვდა - რა განიხილეს ლიდერებმა?
ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა.
დახურულ კარს მიღმა თითქმის 4-საათიანი შეხვედრაზე ლიდერებმა პატიმრების გათავისუფლების, საზღვრის დელიმიტაციის, რეგიონის დებლოკირებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზები შესახებ ისაუბრეს.
სომხური მედიის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდეს არსებითი მოლაპარაკებები.
მინისტრების შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება, ხოლო ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს ნოემბერში განაახლებენ.