ჩემი გადაწყვეტილება მთელ საქართველოზე რომ გავრცელებულიყო, არჩევნების ყველა შედეგი ბათილად იქნებოდა ცნობილი - ხუჭუა
ჩემი გადაწყვეტილება რომ გავრცელებულიყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩატარებული არჩევნების ყველა შედეგი იქნებოდა ბათილად ცნობილი - ამის შესახებ მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუამ გადაცემა “რეაქციასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ იმსჯელოს ცესკოს ან საქართველოს სხვა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე, ჩემი გადაწყვეტილებით, დავავალე, წალკის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ იმსჯელოს შესაბამისი საუბნო კომისიების წევრების დისციპლინარული წარმოების საკითხზე, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ გარკვეულ უბნებზე იყო სხვა დარღვევებიც, გარდა ზოგადი ფარული ხმის მიცემის პრინციპის დარღვევისა, ასე რომ, აუცილებლად, იყო ეს სამსჯელო თემა.
პირობითად, ჩემი გადაწყვეტილება რომ გავრცელებულიყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩატარებული არჩევნების ყველა შედეგი იქნებოდა ბათილად ცნობილი და, თავისთავად, არჩევნების თავიდან გამართვის საჭიროება იქნებოდა. თუმცა, მე, განვიხილე ორ უბანთან არსებული დაკავშირებული დავა. დანარჩენი, ყველა სააპელაციო სასამართლოს გადასაწყვეტია, ვგულისხმობ, სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.