თეგებით ძიება
06. 11. 2024 მსოფლიო

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისას დონალდ ტრამპთან ერთად ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც იქნება

„ბიბისის“ ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისას დონალდ ტრამპთან ერთად ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც იქნება.

როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბი მოაწყობს მიღებას ტრამპის რეზიდენციაში და ასევე პალ ბიჩის კლუბში, სადაც ტრამპის ათასობით მომხრე შეიკრიბება.

ჯერ უცნობია, დაესწრებიან თუ არა დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ამ ღონისძიებებს, მაგრამ მასკთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მილიარდერი ტრამპის გვერდით იქნება.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილი არჩევნების შედეგებს თეთრ სახლში დაელოდებიან.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა