თეგებით ძიება
01. 09. 2022 მსოფლიო

"ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.

რუსული სააგენტოს „ინტერფაქსი“ ცნობით, მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოვარდა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს მეექვსე სართულზე მკურნალობდა.

კომპანიას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა