"თქვენნაირების გამო ევროპაში კი არა, ბოსელში არავინ შეგვიშვებს!" - ნათია ბერიძე კალათბურთის ქართველ გულშემატკივრებზე
ჟურნალისტი, ნათია ბერიძე საქართველოსა და თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებების თამაშის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც გულშემატკივრება დარბაზში ჭიქები ისროლეს:
"დარბაზში რომ ზიხარ და წყლიან ჭიქას ისვრი ხარ ქაჯი, დამპალი და თქვენნაირების გამო, ევროპაში კი არა, ბოსელში არავინ შეგვიშვებს!", - წერს ნათია ბერიძე.
ცნობისთვის მატჩი 4 სექტემბერს გაიმართა. ქართველმა კალათბურთელებმა დაძაულ ბრძოლაში 88 :83 გაიმარჯვეს. მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებს შორის თამაშისას დაწყებული დაპირისპირება, შემდეგში გასახდელში გაგრძელდა.