თეგებით ძიება

„მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ან დეპუტატი და ჩემი ოთხივე შვილი კერძო სკოლაში დადიოდეს, შემრცხვებოდა“ - ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ან დეპუტატი და ჩემი ოთხივე შვილი კერძო სკოლაში დადიოდეს, შემრცხვებოდა.

ეს სურათი ასე აღიქმება ხალხში:

ჩემი შვილი კარგ განათლებას მიიღებს, რადგან სწავლის ქირის გადახდა შემიძლია, თქვენ კიდევ თავი რომ მოიკლათ, ისეთ საჯარო სკოლას ვერ მოძებნით, რომელსაც ჩემს შვილს ვანდობდიო.

მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, მთავრობის ყველა წევრს დავავალდებულებთ, რომ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიყვანონ შვილი ეროვნულ, მშობლიურ, სახელმწიფო სკოლაში“, - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეოთხე შვილიც კერძო სკოლაში შეიყვანა.

მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ან დეპუტატი და ჩემი ოთხივე შვილი კერძო სკოლაში დადიოდეს, შემრცხვებოდა.

ეს სურათი ასე...Posted by Levan Lortkiphanidze on Monday, 5 September 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა