თეგებით ძიება

წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლიდა სპორტსმენების სიყვარულს. ამით ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს უპასუხა, რომელმაც "ნაცმოძრაობა" სახელოვან სპორტსმენებზე ტავდასხმაში დაადანაშაულა.

„მესმის მისი, რომ წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა, წარმატებულ ადამიანებზე საუბრობს და თვითონ, შეუმდგარი, რუსი ოლიგარქის მოურავი რაღაცებს ლაპარაკობს, თურმე პატრიარქი როგორ უყვარს ირაკლი კობახიძეს და ჩვენ, როგორი სატანისტები ვართ. ამასობაში, პარტიის თავმჯდომარეა, თუ რა თანამდებობა აქვს ოფიციალურად ამ კაცს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვენივე თანაგუნდელი გადანაშაულებთ, რომ კელიებში მამაოებს, მეუფეებს და მათ პირად ცხოვრებას უსმენთ, ეს კაცი ლაპარაკობს მერე მამაოზე, ეკლესიაზე, პატრიარქის სიყვარულზე, ცოტა არ იყოს, სიგიჟეა, მაგრამ მესმის, რატომაც არის ამ მდგომარეობაში.

12 პუნქტთან დაკავშირებით, სპორტზე რომ გველაპარაკებოდა ის კაცი, ქვეყნის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. რუსეთში რომ უნდა ბიძინა ივანიშვილს, ხალხს უნდა ევროპაში, ხალხს სხვა მიმართულებით უნდა...იმ წარმატებაზე რატომ არ ისაუბრა კობახიძემ, ფასები რომ იზრდებდა ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვებაა, 300, 400, 500 ლარზე რომ მუშაობენ თქვენი თანამოქალაქეები, ეს არ გაწუხებთ? ანუ ბედნიერი საახეებით გაჭირვებაზე რომ ლაპარაკობთ და იცინით, ან მეზობელი არ გყავთ, ან ახლობელი არ გყავთ? ადამიანებს უკიდურესად უჭირთ. ძალიან მარტივი რამ მინდა ვიკითხო - პოლიციელები, ჯარისკაცები რომ გარბიან ქვეყნიდან „სატაქსაოდ“ პოლონეთში, ამერიკაში, რას მუშაობთ, ეს ხალხი თუ გარბის? თქვენ რომ მდიდრდებით, გავიგე, ამასობაში ივანიშვილმა რაჭის ტყე, თბილისზე უფრო დიდი ტერიტორია გადასცა რუს ოლიგარქს - ხიდაშელს და თქვენ ამაზე ხმა არ ამოგიღიათ. ბოლნისში აპირებს იქაურობა გადათხაროს, ეკლესიაზე ლაპარაკობდა კობახიძე და ეკლესია-მონასტრებიც არის იმ მიწის ნაკვეთზე მონიშნული, რასაც, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის, რაც საყდრისს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა