თეგებით ძიება

ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მისი ინაუგურაციის შემდეგ „საღი აზრის რევოლუცია“ დაიწყო.

შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეს იყო მართლაც ისტორიული კვირა შეერთებულ შტატებში“.

„ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია. ჩვენი ქვეყანა მალე გახდება უფრო ძლიერი, მდიდარი და ერთიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მთელი მსოფლიო იქნება უფრო მშვიდობიანი და აყვავებული ამ წარმოუდგენელი იმპულსის შედეგად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა