თეგებით ძიება

24 იანვარს ელექტრომომარაგება შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ელიზბარ მინდელის,  შალვა ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა