თეგებით ძიება
08. 09. 2022 მსოფლიო

ყველა მოქალაქე გრძნობს სიამაყეს ჩვენი მებრძოლების გამო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მცველების აქტიურობის შესახებ ისაუბრა.

"მიმდინარე კვირას არის კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან. როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა. ახლა ჯერ არ არის იმის დრო, რომ დავასახელოთ ესა თუ ის დასახლებები, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება. ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის საერთო მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის და სხვა სტრუქტურების დონეზე გამუდმებით მიმდინარეობს რუსების მიერ ტყვედ აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების მცდელობები.

"დღეს კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მგრძნობიარე. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხალხი, რომლებიც ოკუპანტებს ჰყავთ დაკავებული. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას”, - აღნიშნავს ზელენსკი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა