სასწაულისკენ მიმავალ გზაზე უშიშარ საქართველოს პორტუგალია ეღობება - The Guardian
გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის დაპირისპირების შესახებ, რომელიც დღეს, თბილისის დროის 23:00 საათზე გაიმართება.
სტატიის სათაურში აღნიშნულია, რომ საქართველო მიუღწევლის მიღწევას ცდილობს და ამ გზაზე მას F ჯგუფის ფავორიტი - პორტუგალია ჰყავს დასამარცხებელი.
"EURO 2024-ის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ისტორია უკვე დაწერა - ახლა სანიოლი და კვარაცხელია მერვედ ფინალზე ოცნებობენ"- ვკითხულობთ სტატიის შესავალ ნაწილში.
სტატიაში მიმოხილულია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია დღევანდელი მატჩის შესახებ და აღნიშნულია, რომ "აშკარაა, ამ კრიტიკულ მომენტში, საქართველო ოცნებაზე უარის თქმას არ აპირებს".