თეგებით ძიება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში უნდათ, რომ ქალების მიერ ტუჩების დაბერვა აკრძალონ - რომან გოცირიძე

"ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, ანუ პარლამენტში ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის მიზნით ( ჩვენი კანონპროექტიც იქიდან არის გადმოწერილი), უნდათ, რომ აკრძალონ ქალების მიერ ტუჩების დაბერვა.😀 დღეს ყოფილა ამ საკითხის განხილვა დუმაში  და მომხსენებელი ყოფილა ვინმე ვიტალი მირონოვი. 

ეს ის შემთხვევაა, როცა რეპრესიები არა მხოლოდ უცხოურ აგენტებად გამოცხადებულ პირებს შეეხებათ. 

სანამ კანონონი არ მიუღიათ, ისარგებლებენ რა ამ შუალედით, რუსი ქალები მიაწყდებიან რუს ტუჩების მბერავებს. არაა გამორიცხული, ქართველმა კოსმეტოლოგებმაც იხეირონ. 

ასეა ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული გლობალიზებულ სამყაროში, რომლის საფუძველიც საბაზრო ეკონომიკაა. 

ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქოცები რუსული კანონების კოპირებაში რომ არიან შემჩნეულები, ყველამ კარგად ვიცით - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა