ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8543 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0114 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8572 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0196 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1565 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2882 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 სექტემბრიდან შევა ძალაში.