თოვისა და უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს
ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია;
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, მშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, კმ53-კმ59 (კორშა-გუდანი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია;
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.