"არ ვიცი, კვარამდე მიაღწევს თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ მაინც მივმართავ" - გიორგი სუხიტაშვილი კვარაცხელიას
მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელში მიმართავს:
"ერთხელ კვარაცხელიასაც ჰკითხეთ თქვენზე რას ფიქრობს, ნუ საერთოდ თუ იცის ვინ ხართ.
ან უგულშემატკივრეთ ან შეეშვით.
რას ითხოვთ? თან 7-ჯერ ივარჯიშოს დღეში და თან უნდა ერკვეოდეს, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, რისკებს აანალიზებდეს, ჭვრეტდეს საფრთხეებს, ზედმიწევნით იცოდეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია, იცოდეს სამი მკვდარი ენა, უსმენდეს შუბერტს და ჰერბი ჰენკოკს, ერკვეოდეს კუბიზმში და ამავდროულად კოსმოსს სწავლობდეს.
დიდი სპორტსმენი ბიბლიოთეკაში ვერ გახდები.
ზოგმა მთელი ცხოვრება განათლებას დაუთმეთ, ბევრმა მართლა მიიღეთ ზღვა ინფორმაცია მაგრამ მაინც პრო*ჭები რატომ ხართ?
არ ვიცი კვარმდე მიაღწევს თუ არა ჩემი ხმა, მაგრამ მაინც მივმართავ.
ხვიჩა, შენ უკვე შეცვალე ბევრი რამე უკეთესობისკენ და დარწმუნებული ვარ უფრო მეტს შეცვლი!
ბევრი ემიგრანტია ჩემი გვერდის გამომწერი და ისინი ბედნიერები არიან იმით რომ ის ადამიანები ვისთანაც მომვლელებად, მოახლეებად და დამხმარეებად მუშაობენ უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობიან, იმ დღიდან როცა გაიგეს რომ კვარაც ქართველია.
პატარა ქვეყნის შვილი ხარ და შენ შეგიძლია ჩვენი ქვეყანა გააცნო მსოფლიოს ისე როგორც ბევრმა დიდმა ვარკვლამბა თავისი პატარა ქვეყანა გაგვაცნო!
აბა შენ იცი ბიჯო!", - წერს სუხიტასვილი.