თეგებით ძიება
12. 09. 2022 მსოფლიო

უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდების ფაქტი, არის წითელი ხაზი - რას ამბობს რუსეთის ელჩი გერმანიაში?

გერმანიაში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი, აცხადება, რომ გერმანიამ წითელი ხაზი გადაკვეთა, როდესაც უკრაინას იარაღი მიაწოდა.

"უკრაინის რეჟიმისთვის გერმანული წარმოების ლეტალური იარაღის მიწოდების ფაქტი, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ რუსი სამხედროების, არამედ დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არის წითელი ხაზი, რომელიც გერმანიის ხელისუფლებას არ უნდა გადაეკვეთა“, - განაცხადა ელჩმა.

ნეჩაევმა აღნიშნა, რომ ბერლინიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება არის გზა, რომელიც ახანგრძლივებს კონფლიქტს და ზრდის მსხვერპლს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა